2015-09-28 13:33:07, 383 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შევდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან