2015-09-28 11:53:58, 399 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ნუცუბიძეზე სტუდენტური საცხოვრებელის მშენებლობა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალი სტუდენტური საცხოვრებელის მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და იქ სტუდენტებს განთავსების შესაძლებლობა ექნებათ.
"შარშან ნუცუბიძეზე დაიწყო საკმაოდ დიდი და ახალი სტუდენტური საცხოვრებელის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, შემდეგი წლის დასაწყისში, სტუდენტური საცხოვრებელი დასრულდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სტუდენტები მივიღოთ ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აღჭურვილი ყველანაირი შესაძლებლობით",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა ბაგებში არსებული სტუდენტური ქალაქის რეაბილიტაცია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან