00:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 13:08:36, 649 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - გრიპის საწინააღმდეგო აცრა კორონავირუსგადატანილმა პირმაც უნდა ჩაიტაროს

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი შესაძლოა, კორონავირუსგადატანილ ადამიანსაც შეხვდეს.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის საწინააღმეგო აცრა კორონავირუსგადატანილმა პირმაც უნდა ჩაიტაროს.

„ორივე არის რესპირაციული ჯგუფის ვირუსი, მაგრამ „ბ“ ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ ეს თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა თავისუფლად შეიძლება ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა.

სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ალბათ, სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი. თუ კორონავირუსი გამოირიცხა, მაშინ დიდი ალბათობით გაქვთ სხვა რესპირაციული ვირუსი და როგორც ვიცი დიდ საავადმყოფოებს და ქსელშიც არსებობს  გრიპის სწრაფი ტესტებიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics