09:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 14:57:35, 987 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83 პროცენტია

საქართველოში გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83%-ია,რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 3  988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ათი ათასამდე ტესტი ჩატარდა და გამოვლენილი იქნა 2 501 დადასტურებული შემთხვევა. შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 15 204 პირი გადის, რაც ონლაინკლინიკის ეფექტური მუშაობის შედეგია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში დამატებითი გუნდია ჩართული, რომელიც კონტროლს ადგილზე ახორციელებს.

საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართულია არაერთი დამატებითი გუნდი იმისთვის, რომ ადგილზე კონტროლი შევძლოთ – საჭირო და არასაჭირო სტაციონარიზაციის იდენტიფიკაციისთვის, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 267 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 963, ხოლო კოვიდსასტუმროში 3 744 ადამიანია მოთავსებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics