|
2015-09-28 10:22:40, 729 ნახვა
სამართალი
შსს-მ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ლევან ა. და 1999 წელს დაბადებული ირაკლი ე. რასობრივ დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მოქალაქე მაკა ბ-ს და მის ორ თანმხლებ პირს, ნიგერიის მოქალაქეებს ონუკა ვიქტორ ჩ-ს და ონუკა დანიელ ჩ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 142-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)