2020-12-07 12:11:56, 1241 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპზე 445 თავისუფალი საწოლი გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 445 თავისუფალი საწოლი გვაქვს.
მისი თქმით, ის პაციენტები, რომლებიც პარასკევიდან სტაციონარიზაციას ელოდნენ, კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.
„ამ მომენტისთვის, გვაქვს 445 თავისუფალი საწოლი. შაბათ-კვირას დაბალია სტაციონარიდან გაწერის აქტივობა. თუმცა სასტუმროების კომპონენტის დახმარებით, ის პაციენტები რომლებიც პარასკევიდან მოითხოვდნენ სტაციონარიზაციას, ყველა განთავსებულია და ეს ასევე აისახება 112-ისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კოორდინირებულ მუშაობაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან