15:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 11:41:06, 509 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მხარეებს რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები

„მიჭირს იმის თქმა, თუ რითი დასრულდება მოლაპარაკება, რადგან მხარეებს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის პროცესი რთული იქნება.

„მოლაპარაკების პროცესიდან გამომდინარე, რომელიც გასულ კვირას აქტიურად მიმდინარეობდა, ჩემთვის ნათელია, რომ დიალოგის პროცესი ძალიან რთული იქნება. ფასილიტატორებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მხარეებს პოზიციები გაეცვალათ. ბევრი მოსაზრება და წინადადება იქნება წარმოდგენილი. ახლა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა. საუკეთესო გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის ფართო შეთანხმება იქნება, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი. მიჭირს იმის თქმა, თუ რითი დასრულდება მოლაპარაკება, რადგან მხარეებს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები“, - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics