|
2020-12-06 16:54:52, 1429 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებს წავაგებ, მაშინ მე ყველაზე გრაციოზული დამარცხებული ვიქნები
„თუ არჩევნებს წავაგებ, მაშინ მე ყველაზე გრაციოზული დამარცხებული ვიქნები“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ს ყოფილმა მეთაურმა ჯორჯიის შტატში არჩევნების წაგების შემდეგ, რომელსაც ის არ აღიარებს პირველი აქცია გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას, უცხოური მედია BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა პრეტენზიები ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს სიტყვიერად კიდევ ერთხელ თავს დაესხა. ჯორჯიის შტატში აქცია თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროს ტრაპმი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ მას არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. „ჩვენ მოგვატყუეს, საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ტრამპი. გამოცემა სტატიაში წერს, - „ჯორჯიის“ შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ ბატონი ტრამპის განცხადებების დამადასტურებელი არცერთი თაღლითობის მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან, ამავე შტატის საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ სტერლიგმა მოუწოდა დონალდ ტრამპს უკან წაიღო მისი ბრალდებები არჩევნების პროცესში რაიმე დარღვევების არსებობასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)