2020-12-06 16:08:31, 969 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით 2 ახალციხელი ექიმი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 ახალციხელი ექიმი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ „ევექსის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ორივე ექიმი 70 წლის იყო და მათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
„გარდაცვლილ ორივე ექიმს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები, რომელმაც კორონავირუსის მიმდინარეობა კიდევ უფრო გაამწვავა და ორივე მათგანის ასაკი 70 წელს ზემოთ გახლავთ“, - აცხადებენ „ევექსის“ პრესსამსახურში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,