01:33 - 26 Jun, 2026
|
2020-12-06 15:19:53, 526 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ნაძვის ხე პროდუქტების იმ ჩამონათვალით მორთეს, რომელზეც საქართველოში ფასი გაიზარდა
ბათუმში აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენიმე საათის წინ დადგეს ნაძვის ხე, რომელიც საკვები პროდუქტების იმ ჩამონათვალით არის მორთული, რომელზეც საქართველოში დღეს ფასი გაიზარდა. როგორც მედიის ეთერიდან ირკვევა, ეს პროდეუქტები გახლავთ: ფქვილი, ბრინჯი, ხორცი, ზეთი, შაქარი და ა.შ. მედიაში აცხადებენ, რომ ეს არის არასამთავრობა ორგანიზაცია „იმოქმედეს“ ინიციატივით აწყობილი საახალწლო ნაძვის ხე. შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქცია უკვე 34 დღეა, რაც უცვლელად მიმდინარეობს. „კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, უცვლელი ორი მოთხოვნით და ეს მოთხოვნები ახალი არჩევნები და "ქართული ოცნების" ზეწოლისგან ცესკოს ადმინისტრაციის გათავისუფლებაა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ტვ პირველთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)