2020-12-06 12:20:16, 1127 ნახვა
ომი უკრაინაში
„ევროპული საქართველოს“ წევრს, ალექსანდრე ბარამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ევროპული საქართველოს“ წევრს, ალექსანდრე ბარამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ალექსანდრე ბარამიძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხდა.
როგორც მან აღნიშნა, მისი მეუღლეც ინფიცირებულია.
„გუშინ დამიდასტურდა, მაგრამ ავად ვარ მე-5 დღეა. სუსტად ვარ, თავბრუ მეხვევა, ტკივილები მაქვს სხეულში, თავში.
რეკომენდაციებს ვღებულობ ახლობელი ექიმებისგან, მაგრამ ოჯახის ექიმი... მე გუშინ შევატყობინე 112-ს, რომ ასეთი სიტუაცია არის და დაგიკავშირდებათო და ალბათ დამიკავშირდება.
ჩემი მეუღლე არის ინფიცირებული, ის საბედნიეროდ უკეთ არის, მსუბუქი ფორმა აქვს“, - განაცხდა ალექსანდრე ბარამიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,