18:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-05 13:46:04, 935 ნახვა

კომენტარი
სანდრო რაქვიაშვილი - რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“, ზურაბ ჯაფარიძე მიდის და ახალ პარტიას აარსებს?

„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“, მიდის, ახალ პარტიას აარსებს, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები? - ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ზურაბ ჯაფარიძის მორიგ განცხადებას.

მისი თქმით, ამ საქმეზე საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება.

„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა, და თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან შინაარსი არ მესმის ბოლომდე. ფეისბუქ ფეიჯი რასაც ნიშნავს, გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან თანაპარტიელებთან  შეხვედრის არანაირი სურვილი არ არსებობს.

„ჩვენი მხრიდან ბევრი მცდელობაც იყო და შეთავაზებაც და იქით მხრიდან არ არის ჯერ სურვილი. ჩვენ გვინდა შევხვდეთ ყველა ვარიანტში იმიტომ, რომ დაველაპარაკოთ. რანაირი შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამას სჭირდება შეხვედრა. ეს ტექნიკურადაც საჭიროა და სანამ შეხვედრა არ იქნება აზრი არ აქვს ან მაშინ, მინიმუმ, უნდა დააკონკრეტოს რას გულისხმობს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც თანაპარტიელებს ცივილიზებული გაყრისკენ მოუწოდებს და პარტიის რესურსების გაყოფას სთავაზობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics