17:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-05 13:06:05, 632 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, მალხაზ მიქელაძეს მესამედ გამოკითხავენ

სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მალხაზ მიქელაძეს გენერალურ პროკურატურაში დღეს მესამედ გამოკითხავენ.

როგორც მან გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დელიმიტაციის პროცესს ეხება.

„მიმდინარეობს დამატებითი გამოკითხვა ჩვენებებთან დაკავშირებით, რომელიც მე მივეცი ამ წლის 11 სექტემბერს. საქმე ეხება დელიმიტაციის პროცესს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. იყო შეკითხვების კომპლექსი როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე მოლაპარაკებების მიმდინარეობასა დელიმიტაციის კომისიის მუშაობაზე. იყო შკითხვები, თუ როგორ მუშაობს კომისია, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვინ რა როლს ასრულებდა და როგორ  მზადდებოდა საქართველოს პოზიცია მეორე ქვეყანასთან წარსადგენად. გარკვეული პერიოდი ბატონი ივერი მელაშვილი მუშაობდა საქართველოს საგარეო სამინისტროში, იქამდე სხვა უწყებას წარმოადგენდა. ვფიქრობ, რომ ძალიან პატრიოტული გრძნობით არიან განმსჭვალული“, - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics