12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 09:14:07, 399 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის უგულავას, მერაბიშვილს და ახალაიას

საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას.

ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2 თან საუბარში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილმა, ახალაიამ და უგულავამ „წარმოუდგენელი რამ“   გააკეთეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.

„კონკრეტულად, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში, შემდგომ ქართულ პოლიტიკაში - ჩემი აზრით, მე არც მისი მრჩეველი ვარ, არც სხვა ურთიერთობები მაკავშირებს, ერთადერთი იმით გაიზობემა, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენელი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული სამხედრო წარმოება; ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული პოლიცია, ააშენა რაბათი; ადამიანი, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია - ამ სამ ადამიანზე ვლაპარაკობ - გიგი, ვანო და ბაჩო. კრიტერიუმი, მარგველაშვილის ქმედების და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალებას ხელს მოაწერს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის გიგი უგულავას 24 საათიანი გათავისუფლების შემდგომ ესაუბრა და უთხრა, რომ მას მეორე დღესვე „ჩასვამდნენ“.

„მე იქვე ვუთხარი გიგის, რომ   მეორე დღესვე „ჩასვამდნენ“ . გიგი უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, მე უფრო რეალისტურად ვუყურებ“,-დასძინა სააკაშვილმა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics