16:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-05 10:45:38, 658 ნახვა

მსოფლიო
გაერო ბელარუსს აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ბელარუსში მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართულებით, სადაც გრძელდება მასობრივი დემონსტრაციები ალექსანდრ პლუკაშენკოს წინააღმდეგ, უარესდება, - ამის შესახებ გაეროს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა ბელარუსის მთავრობას, რომ გაათავისუფლოს აქციებზე უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები.

„ბელარუსის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაასრულოს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა. მე მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა უკონონოდ ან შეგნებულად დაკავებული პირი“, - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.

გაეროში ბელარუსის წარმომადგენელმა საერთაშორისო უფლებების დარღვევაში დასავლეთი დაადანაშაულა - ასე აფასებენ მინსკში ევროკავშირის მიერ დაკისრებულ სანქციებს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სხვა ჩინოვნიკების მიმართ.

„ბელარუსში მოსახლეობის დიდი ნაწილი აგრძელებს ჩვეული რიტმით ცხოვრებას, მუშაობს მთავრობა, ასევე ფაბრიკები და ოფისები. არც შიმშილია, არც ომი, არც მუქარა ჩვენი მეზობლების მიმართ“, - განაცხადა გაეროში ბელარუსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა და გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელმაც ბელარუსის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 80% დააგროვა. მას შემდეგ, ათასობით უკმაყოფილო ბელარუსის მოქალაქემ, დაადანაშაულა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში და ისინი, ყოველ კვირას გამოდიან საპროტესტო აქციებზე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics