19:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 21:39:51, 545 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი, 10 წელია არაადამიანურ პირობებში ვართ

„ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი, 10 წელია არაადამიანურ პირობებში ვართ“, -  ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში პასუხისმგებლობა და მოვალეობა მოემატათ და პირობები ისევ არ იყო.

„მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა  ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არა ადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.

შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა... შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის... 

პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი 7 თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის მენეჯერის საუკეთესო თვისებები და ასევე ოპერატიულად გადაწყვიტა ჩვენი შენობის ბედი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics