01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 15:31:08, 630 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - საშინლად ბევრი მსხვერპლია ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ გარდაცვლილთა ჩამონათვალს, ადამიანობას დავკარგავთ

საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირეა შექმნილი.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექნილი, შეიძლება გარედან ჩიხური სიტუაციაც ჩანდეს, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი კეთილ ნაწილს გამოარჩევინებს ჩემს ერს. რასთან დაკავშირებით ვსაუბრობ, ისევ და ისევ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, პანდემიაა და საშინლად ბევრი მსხვერპლია ამით მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი უნდა გვტკიოდეს იმიტომ, რომ რა ვიცით, როგორ წარდგება უფლის წინაშე. იცხოვრა, ამ პერიოდში დაავადდა და მომზადებული გავიდა თუ არა ამ ქვეყნიდან, არ ვიცით. როცა მომზადებული გადიხარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც არ ხარ მომზადებული, ეს უკვე ძალიან მძიმე თემაა. შევხედოთ, არც პოლიტიკური დაძაბულობაა დღეს ჩვენთვის რთული, რადგან დღეს საქართველოსთვის ყველაზე რთულია ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო. რაც არ უნდა დაგვიპყრონ და ვინც არ უნდა დაგვიპყროს, ქვეყანაც გაგვაჩნია და სამშობლოც, თუმცა სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ ხოლმე“, - განცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics