|
2020-12-03 14:53:57, 430 ნახვა
საზოგადოება
FAO-მ სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით ტრეინინგების ციკლი ჩაატარა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამაში (NAITS) ჩართული, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) თანამშრომლებისთვის, გენდერის ცნობიერების ასამაღლებელი ტრეინინგების ციკლი ჩაატარა. ტრეინინგში მონაწილეობა, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებმა სეს-ის 41-მა თანამშრომელმა მიიღო. ტრეინინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაცის იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები, სოციალურ-ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო საქმიანობის დროს აწყდებიან. FAO-ს გენდერული ჩართულობისა და სპეციალისტის სალომე ქინქლაძის განმარტებით, გენდერის საკითხების გააქტიურება, განსაკუთრებით კი რეგიონებისა და სოფლების დონზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა ინფორმირებულობის ზრდას და წაახალისებს მათ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში. ,,სოფლის მეურნეობაში გენდერული გამოწვევების იდენტიფიცირება და მისი ანალიზი, ხოლო, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, FAO--ს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, გაზრდის ქალი ფერმერების ინფორმაციაზე თუ სხვა რესურსებზე წვდომას, ქალთა თავდაჯერებულობას, შედეგად კი, ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ სიძლიერეს.“ - განაცხადა ქინქლაძემ. წელს, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ქალთა მიმართ გენდერულმა უთანასწორობამ და ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. გაიზარდა ქალაქად თუ რეგიონებში მცხოვრები ქალების ფიზიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა. გასული წლის მანძილზე, მსოფლიოში, 243 მილიონი ქალი და გოგონა მათი პარტნიორებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა. თუმცა არსებული სტიგმის გამო, ძალადობის მსხვერპლი ქალების 40%-ზე ნაკლებმა მიმართა, დახმარების თხოვნით, შესაბამის უწყებებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, FAO მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და საგრანტო კონკურსებს გეგმავს. ტრეინინგების ციკლი შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)