18:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:30:11, 552 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

მათი ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე,   ერთ-ერთი  აფთიაქიდან  ფარმაცევტს   დანის მუქარით  ყაჩაღურად გასტაცა  340 ლარი და  შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით  მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ  დანაშაულის  ჩადენის იარაღი - დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics