14:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:12:04, 578 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას

ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო პროცესი, სადაც დაფიქისრდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა და ძალადობა.

„დღეს ცესკო შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს, სრულიად სამარცხვინოდ. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც პრაქტიკულად არცერთი სარჩელი, არცერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საუბნო კომისიების, არც ცესკოსა და არც სასამართლოების მიერ და ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და ყველა გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, ფორმალურად იქნება დახუული ცესკოსა და ივანიშვილის მიერ.

ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის კრიზისი, რომელიც არის დღეს, პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგიც იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დარჩენილ დღეებში კონკრეტული წინადადებით, რომელიც ეხება ახალ არჩევნებს, არ წადგება ოპოზიციის წინაშე და ჩვენი მედიატორების წინაშე“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics