|
2015-09-27 13:30:34, 654 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის 22 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ანა დოლიძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ყველა ოჯახს, რომელთა შვილები გმირულად დაიღუპნენ ამ დღეს. ტრაგიკულის გარდა ეს დღე კონკრეტული ადამიანების გმირობის დღე იყო. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. ეს არ არის მარტო თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია. ეს არის მთელი ერის მოვალეობა, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვაროთ პრობლემა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ. მემორიალთან საზოგადოების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)