|
2020-12-02 13:16:49, 600 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება
ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაუთანაბრდა „პისიარ“ ტესტს და უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება. „წინა დადგენილებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაუთანაბრდა „პისიარ“ ტესტს და უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, გადამოწმება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში შეასაძლოა, გადამოწმდეს. ან მეორე შემთხვევაში, თუ კორონავირუსის სიმპტომებია გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა, ტესტი გადამოწმდეს. მაგრამ თუ ადამიანი სიმპტომებიანია, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი და ოჯახის ექიმი მოქმედებს იმ პროტოკოლით, როგორც არის ოქროს სტანდარტით, ანუ „პისიარით“ დადასტურების შემთხვევაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)