|
2020-12-02 13:01:05, 726 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მაქსიმალურად გაფართოვდება. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე უკვე მიღებულია და მინისტრის ბრძანებაც გამოიცემა. „მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე. ამიტომ, მოგეხსენებათ, რომ ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თითქმის, თუ სწორედ არის გაკეთებული, იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცრება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცემა. დაახლოებით უნდა ვატაროთ 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში ყოველდღიურად და ერთი ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)