|
2020-12-01 21:20:12, 836 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზს Iphone 12-ს ხვალ გადასცემენ
მეუფე ნიკოლოზს Iphone 12-ს ხვალ გადასცემენ. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლოს ეთერში ყოფნისას მან მხოლოდ კამერის, როგორც თავდაცვის იარაღად გამოყენებას გაუსვა ხაზი. „ბოლოს რომ ეთერში ვიყავი, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა ესაა იარაღი, ესეცაა თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მაქვს ეს და ესეც არაა ბოლო მოდელი-მეთქი და რა მოხდა იცით?! ზუსტად ორ კვირაში ამერიკაში Iphone 12-ის პრეზენტაცია იყო და მაღაზიებში დაიწყეს რეკვა, რომ მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ Iphone 12 გამოსულიაო და მოკლედ, ისეთი რიგი დადგა, რომ ახალი პარტიის გამოწერა მოუწიათ და ამ ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს, ესაა ISTYLE და მითხრეს, რომ ისეთი კარგი საქმე გაგვიკეთეთო, ისეთი რეკლამაო, რომ ჩვენ გვინდა IPHONE 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო. არ ჰქონდათ მიღებული და შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, კი არ დაგვავიწყდაო, გვინდა ყველაზე კარგი აიფონი გაჩუქოთ 512GB მეხსიერებისო და ხვალ 1 საათზე უნდა მოხდეს ეს გადმოცემა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)