14:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 16:08:55, 1177 ნახვა

პოლიტიკა
შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას საქართველოსა და უკრაინასთან. ხვალ განვიხილავთ - ნატოს გენერალური მდივანი

შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას საქართევლოსთან და უკრაინასთან ოთხშაბათს განვიხილავთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ამასთანავე, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ყირიმის ანექსიას.

„ჩვენ მჭიდროთ ვთამაშრომლობთ უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა შელახ ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთის ჯარი წარმოდგენილია ტერიტორიაზე, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილად, ასევე, რუსეთმა მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია. ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინას. ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოვებას, სულ მცირე ყირიმში მაინც და ამიტომ, ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში, სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ოთხშაბათს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მანვე დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს შავი ზღვის რეგიონში ორ ახლო მოკავშირესთან, საქართველოსა და უკრაინასთან. ნატო შავი ზღვის რეგიონში ფართოდ არის წარმოდგენილი, გვყავს საზღვაო წარმომადგენლობა. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავატარეთ წვრთნები, სადაც მონაწილეობდნენ მოკავშირეთა გემებიც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics