23:45 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 18:35:18, 663 ნახვა

ეკონომიკა
ერთი ნერგიდან „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ ორგზის პრეზიდენტობამდე - ინტერვიუ ბიზნესმენ გიორგი სვანიძესთან

26 ნოემბერს ონლაინ სივრცეში ზეთისხილის საერთაშორისო დღე აღინიშნა, სადაც „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ“ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ორგანიზაციამ პრეზიდენტად კვლავ, მეორე ვადით, ბიზნესმენი გიორგი სვანიძე აირჩია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა 2021 წელსაც იქნება, ანუ საქართველო უხელმძღვანელებს მსოფლიოს წამყვან 48 ქვეყანას ზეთისხილის წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით. 

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, აღნიშნულ წარმატებას, კერძოდ, „მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს“ თავმჯდომარეობას, საქართველომ პირველი ზეთისხილის ნერგის დარგვიდან, თერთმეტი წლის თავზე მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი, სწორედ ბიზნესმენ გიორგი სვანიძეს მიუძღვის.

„10 წლის წინ დავრგეთ პირველი ნერგი საქართველოში. შემოვიტანეთ ეს კულტურა და ფაქტობრივად, მეთერთმეტე წელს, საქართველო გახდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა, გახდა მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს წევრი ქვეყანა, წელს კი, ის თავმჯდომარე ქვეყანაა და მე ამირჩიეს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად, რაც დიდი პატივია“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

ამასთანავე, ბიზნესმენმა „ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის 60 წლის წინ, ესპანეთის სამეფო ოჯახმა დააფუძნა და გააერთიანა ის ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ ზეთისხილის კულტურის მოყვანისა და წარმოების უდიდესი ტრადიციები. „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო“ აკონტროლებს ზეთისხილის მსოფლიო ბიზნესის 97%-ს, ასევე, მსოფლიოში ზეთისხილის ტრეიდინგის 74%-ს ახორციელებს.

„ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ საქართველოში და კონკრეტულად, რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნულ ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება, რაზეც ბიზნესმენმა გიორგი სვანაძემ გვიპასუხა, რომ ორგანიზაცია მთლიანად საკუთარ თავზე იღებს საქართველოში ზეთისხილის დარგის სწორ განვითარებაზე პასუხისმგებლობას და ამასთანავე, დაფინანსების საკითხსაც.

„ამ ორგანიზაციამ, თავის თავზე აიღო მთლიანად საქართველოში ზეთისხილის დარგის სწორი განვითარება და ამ განვითარების დაფინანსება. გარდა საქართველოს დღევანდელი გეოგრაფიული მდგომარეობისა და მისი ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმებულია, როგორც აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებთან, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება და მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭომ დაინახა, როგორც მესამე ჰაბი“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად ყოფნა ნიშნავს, რომ იტალიისა და ესპანეთის მერე, საქართველო არის მესამე ქვეყანა, საიდანაც ზეთისხილის ყველა პროდუქცია გავა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ინდოეთი და უზბეკეთი.

მომავალ წელს, საქართველო „საერთაშორისო ზეთისხილის ასამბლეას“ პირველად უმასპინძლებს, საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით გაიმართება, ქვეყანას ესტუმრება 17-ზე მეტი სოფლის მეურნეობის მინისტრი სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს ასამბლეა იქნება მთავარი მესიჯი ქვეყნისთვის, რომ ის განიხილება და მოიაზრება, როგორც მესამე ჰაბი და ე.წ დამაკავშირებელი, აბრეშუმის გზა.

გიორგი სვანიძე გვესაუბრა ასევე ზეთისხილის პოტენციალზე საქართველოში და აღნიშნა, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს აღნიშნულ სფეროში და ქვეყანაში წარმოებული ზეითუნის ზეთი უმაღლესი ხარისხისაა, თუმცა მანვე დასძინა, რომ დღეს დეფიციტია და ბევრად უკეთესი იქნება, რომ საზოგადოებამ გაიცნოს აღნიშნული და დაეჩვიოს ზეთისხილის პლანტაციის დარგვას.

„მისასალმებელი იქნება, რომ მეტი ადამიანი დაეჩვიოს ზეთისხილის პლანტაციის დარგვას, დღეს დეფიციტში ვართ, გვაქვს ხელშეკრულებები და კონტრაქტები კომპანიებთან, თუმცა დიდ კომპანიებთან ვერ ვაფორმებთ, რადგან არ გვყოფნის საკმარისი პროდუქცია, საქართველოს პოტენციალი კი ამ საკითხში ძალიან დიდია, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში გამოყვანილი და გამოხდილი ზეთი უმაღლესი ხარისხისაა“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics