18:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 18:33:36, 516 ნახვა

სამართალი
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - სასამართლოზე გალაქტიკის მასშტაბის ტყუილები მოვისმინეთ

სასამართლოზე გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ, - ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ  საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„აღკვეთი ღონისძიება არ შეიცვალა და დარჩა პატიმრობა ძალაში. 48 საათი გვაქვს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, რომ თითქოს დაცვის მხარეს ახალი არაფერი წარმოუდგენია, რაც არის სიცრუე. მეორე არგუმენტი ის იყო, რომ თურმე ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც წარმოუდგენელი სიცრუეა. გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობითვის, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics