|
2015-09-26 14:54:12, 651 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ცენტრალურის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3220 მსურველი (ქალი - 2186 კაცი - 1034), გამოცდას ეტაპობრივად 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩააბარებს. როგორც დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სერტიფიცირება საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენას ისახავს მიზნად; სერტიფიცირება საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომელიც შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციას, მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევაში შეუწყობს ხელს. საგამოცდო პროცესს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს. თავად გამოცდის მიმდინარეობას კი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ დააკვირდება. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია და ელექტრონული ტესტირების მეთოდით ტარდება. თითოეულმა გამოსაცდელმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით მოცემული 30 საგამოცდო ტესტიდან სერტიფიკატის მისაღებად 24-ს სწორი პასუხი უნდა გასცეს. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)