04:30 - 26 Jun, 2026
|
2020-11-30 13:14:56, 723 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდსაავადმყოფოებში 564 თავისუფალი ადგილია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ საავადმყოფოებში, რომლებიც კოვიდის მართვისთვისაა გამოყოფილი, ამ ეტაპზე 564 თავისუფალი ადგილია. მისი თქმით, დღისთვის პაციენტებით 6 138 საწოლია დატვირთული. „დღეის მდგომარეობით, იმ საავადმყოფოებში, რომელიც გამოყოფილია კოვიდის მართვისთვის, მობილიზებულია 8 241 საწოლის რესურსი, საიდანაც მათ მოწოდებული აქვთ მხოლოდ 7 103 საწოლი. აქედან დღეს პაციენტებით დატვირთული არის 6 138. ტრიაჟში იმყოფება 260 პაციენტი, ჟანგბადდამოკიდებული არის 1 190, რეანიმაციაში იმყოფება 377 პაციენტი, თავისუფალი ადგილი გვაქვს 564 და ასევე თავისუფალი გვაქვს 430 ფილტვის ხელოვნური ვენტილატორი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)