12:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 12:23:55, 485 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას.

საგარეო უწყების იფნორმაციით, მინისტრი პირველ სამუშაო დღეს პორტუგალიის, ყირგიზეთის, განას, ნიგერიის, სიერა-ლეონის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ხელი მოეწერა განასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვდრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პორტუგალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ყირგიზ კოლეგას ერლან აბდულდაიევს. შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

2014 წლის 25 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა ასევე ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ დირექტორთან კრისტიან ბახთან. დაისახა ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის გზები. მინისტრი ასევე შეხვდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმანს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებზე. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics