|
2020-11-29 18:59:14, 1027 ნახვა
საზოგადოება
მუზეუმი Holoseum სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ ემორჩილება და იხსნება
მუზეუმი Holoseum სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ ემორჩილება და იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ისინი საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუზეუმი პანდემის პერიოდში და მომავალშიც უფასო იქნება. „მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივი გადაწყვეტილების გამო მოგვიწია დახურვა შაბათ - კვირას დავბრუნდებით განახლებული ფორმით. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები. Reformerfitness-ს მშვენიერი ინსიპირაციაა და ჩვენც ვეცდებით ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის. ჩვენთან 1000 კვადრატული მეტრი, გაშლილი ფართია. უძლიერესი განიავების და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ყველა ნორმატივი რომელიც კი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც დაგვხურეს. ასევე ვითვალისწინებთ რომ დღეს ქვეყანაში უმეტესობამ დაკარგა შემოსავალი, დაკარგა ხალისი ქუჩაში გამოსვლის და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ისეთი ახალი ფორმით გავიხსნებით რომ შეძლებთ გვესტუმროთ უფასოდ. დიახ ჰოლოზეუმი აღარ იქნება ფასიანი. აღარც პანდემიის პერიოდში და აღარც მომავალში. თუ გვეთანხმებით წამოწყებაში, გააზიარეთ, მოიწონეთ ან კომენტარი დაწერეთ პოსტზე. რომ ჩვენც მეტად მოვიქოქოთ, ან ჩავიფუშოთ თქვენი კომენტარებით და განწყობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)