15:08 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 17:03:25, 1050 ნახვა

მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას Радио Свобода-ზე დაყრდნობით უკრაინული მედიასაშუალება „პრავდა“ ავრცელებს.

მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მას რუსეთის პოზიციის გაგება სურს, რადგან ის ბელარუსის მეზობელი ქვეყანაა და თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

„ჩვენ გვინდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და ასევე გვინდა სხვადსხვა კითხვებზე რუსული მხარის პოზიციების გაგებაც. ჩვენ მეზობლები ვართ და ვაპირებთ მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებას. კარგი იქნებოდა გასაუბრება. ბელარუსი ხალხი ამას ელოდება. ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს არ უჭერენ. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებზე იყოს მორგებული ჩვენი ქვეყანა ის ყველა ბელარუსელს ეკუთვნის“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ბელარუსი ოპოზიციონერი ქალი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც გეგმავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics