|
2020-11-29 14:21:07, 3123 ნახვა
ომი უკრაინაში
სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა
სინგაპურში ქალს, რომელმაც ფეხმძიმობის პერიოდში კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა შეეძინა ბავშვი, რომლის ორგანიზმშიც COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სელინ ჩენმა კორონავირუსი მარტის თვეში გადაიტანა, მაშინ, როდესაც ის ჯერ 10 კვირის ორსული იყო. ინფექცია საკმაოდ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა და ორი კვირის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. „ეს ძალიან საინტერესოა, მისმა პედიატრმა განაცხადა, რომ ჩემი ანტისხეულები ოდრინს, ჩემს შვილს გადაეცა. ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ეს ანტისხეულები მე მას ფეხმძიმობის პერიოდში გადავეცი“, - აცხადებს სელინ ჩენი. მედია იუწყება, რომ შესაძლოა ეს სინგაპურში მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის, რადგან ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრმა ორსულმა ქალმა გადაიტანა კორონავირუსი. თუმცა ამ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ბავშვი პირველია, რომელსაც დაბადების შემდეგ სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა. როგორც მედიკოსები აცხადებენ ჯერჯერობით არ დადასტურებულა თუ კონკრეტულად რა გზით გადაეცა დედისგან ბავშვს ანტისხეულები. ასევე ექიმების თქმით, ეს ანტისხეულები მას თითქმის ერთი წლის მანძილზე დაიცავენ ინფიცირებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)