12:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 12:50:52, 623 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების ჩიხში შესვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებებით მივა „ქართული ოცნება“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების ჩიხში შესვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებებით მივა „ქართული ოცნება“.

მისი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჯერ არ ჩანიშნულა.

„განხილვის მთავარი თემა იქნება პარლამენტის პირველი სხდომა, ანუ როცა უნდა შეიკრიბოს „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი, რას აპირებს იმ დღეს ოპოზიცია, რამდენიმე ვერსია არის უკვე შემუშავებული.

მესამე რაუნდი ჯერ არ ჩანიშნულა და არ ვიცით რა წინადადებები მოაქვს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაზე იქნება დამოკიდებული შევა თუ არა ჩიხში ეს მოლაპარაკებები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დღეს, საათს, როცა ჩაინიშნება მოლაპარაკებები, მთავარია „ქართული ოცნება“ გონივრული წინადადებებით მოვიდეს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics