15:02 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 10:02:15, 1392 ნახვა

მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნებია

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს, მკვლელობის საქმეში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს.

„როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-სადმი ირანის ელჩის, მაჯოდ ტაჰთ რავანჩის წერილში.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანი თავის დაცვის უფლებას იტოვებს.

„გაფრთხილებთ, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან ჩემი ქვეყნის მიმართ ნებისმიერი ავანტიურისტული ზომების შემთხვევაში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საკუთარი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი, მოსენ ფახრიზადე, რომელსაც დასავლეთი საიდუმლო ბირთვული ბომბის შექმნაში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა,  გუშინ თეირანთან ახლოს მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics