07:58 - 22 Apr, 2026
|
2015-09-26 10:01:13, 655 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის კატარღა „TCSG-95“ შემოვიდა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ღია ზღვაში ერთობლივი მანევრები და ძებნა-გადარჩენის ოპერაციები განახორციელეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ თურქული კატარღა "TCSG-95" და ქართული კატარღები ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (P-102) და „ბათუმი“ (P-103). საზღვაო წვრთნები, თურქეთსა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს და შავ ზღვაზე უსაფრთხოებას გააძლიერებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)