10:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 09:42:12, 531 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ინსტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით ევროპელი მეგობრებისთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორია

„საქართველო ინტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით მზად არის იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპელი მეგობრებისთვის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის და ეს თემა, ასევე განხილული იქნება გაერო-ს სესიის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან დაგეგმილი ინდივიდუალური შეხვედრების დროს.

„ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკურ  დღის წესრიგში.  იქნება შეხვედრები ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათ შორის სამუშაო შეხევდრა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები და ასევე ის, რომ დავარწმუნოთ ევროპელი კოლეგები, რომ არსებული  მიგრაციის კრიზისი არ უნდა შეეხოს საქართველოს ვიზალიბერალიზიის პროცესს, და რომ ჩვენ მზად ვართ ინსტიტუციურად,  საკანონმდებლო კუთხით,  იმისათვის  რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მინისტრმა. 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრა ექნება ასევე ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხები.   

გიორგი-კვირიკაშვილმა ასევე სიაუბრა საქართველოს დელეგაციის მთავარ დღის წესრიგზე გაერო-ში, ვიცე-პრემიერის განცხადებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში გაერო-ს სესიის ფარგლებში და ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, აქცენტი გაკეთდება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა  და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებზე, საუბარი შეეხება დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics