05:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 17:36:30, 551 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყებასთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საგარეო უწყებისგან ბრალდებულების ადვოკატებისთვის ოფიციალური დოკუმენტის გადაცემას ითხოვენ, რომლითაც შესაძლოა, მათი უდანაშაულობა დამტკიცდეს.

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად სამინისტროს შენობასთან ბრალდებულების ადვოკატები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics