2020-11-27 15:51:21, 751 ნახვა
რეგიონი
გამწვანების აქცია „ორქისი“ 2020 კასპში
დღეს კასპში გამწვანების აქცია გაიმართა. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს.
ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის და ნუშის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და მზეუმებს გადაეცათ.
დარგვის აქციაში კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე მონაწილეობდნენ.
ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.
#კასპი2020
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),