|
2020-11-26 22:14:08, 442 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი შეზღუდვებზე - ახალ წელს არდადეგებზე მიდის ვირუსი?
„ახალ წელს არდადეგებზე მიდის ვირუსი?“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ამ შეზღუდებს თავის გადასარჩენად აწესებს. „სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავიანთი ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა. სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ. მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)