05:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 18:25:34, 721 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ შეუზღუდავად განაგრძობს მუშაობას

ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებში, „საქართველოს ფოსტა“ როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად სთავაზობს საფოსტო/საკურიერო მომსახურებას.

მომსახურება განხორციელდება სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„საქართველოს ფოსტა“ გზავნილთა მისამართზე ან სერვისცენტრში გადაცემა/ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ოპერატორები და კურიერები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ეკიპირებით.

„საქართველოს ფოსტა“  მომხმარებლებს მოუწოდებს, საფოსტო სერვისების მისაღებად ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლ ცენტრის მეშვეობით  032 224 09 09.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics