|
2020-11-26 16:49:53, 516 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გამართა
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე, „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ, დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართა. დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს. მოქალაქეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრული ინფორმაციის მიღების, პირადი პოზიციის დაფიქსირებისა და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩართვის საშუალება ჰქონდათ. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ოთარ გრიგოლია, ევრო საბჭოს წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. „დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, რომლის შექმნაზეც ვმუშაობთ. ჯამში, 3 საჯარო შეხვედრა გაიმართება. ეს არის რიგით პირველი შეხვედრა. კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა ზოგადი კონცეპტუალური დიზაინი და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ დღეს. ასევე, მოვისმინეთ მოქალაქებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებსაც შემდგომ, პროცესში გავითვალისწინებთ. კიდევ ორჯერ გაიმართება მსგავსი შეხვედრა და შედეგად, პარკში რეალურად აისახება საზოგადოების ხედვა მწვანე სივრცეების მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)