07:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 18:44:15, 572 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, N7 დაწესებულებაში ვითარების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მუშაობა დაწყებულია

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა N7 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 
სასჯელარსრულების სამინისტროს ინფორმაციით, N7 დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ მინისტრი  საქმის კურსშია და ვითარების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მუშაობა დაწყებულია. 
„აღსანიშნავია, რომ N7 დაწესებულება 11 წელია ექსპლუატაციაშია და მსჯავრდებულებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად დაწყებულია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მოძველებული ინფრასტრუქტურისა, იქ განთავსებული მსჯავრდებულები კანონით დასაშვები ყველა სერვისით და სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ამ მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. 
მე-7 დაწესებულებაში 77 მაღალი რისკის მსჯავრდებული იხდის სასჯელს. ამიტომ, მათი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებს უქმნის პრობლემას, რის გამოც, უახლოეს პერიოდში გაიხსნება მაღალი რისკის მე-6 დაწესებულება, სადაც სწორედ მე-7 დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი გადავა. 
როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ლაითურის მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობაც, რომელიც ასევე, ამ კატეგორიის პატიმრებისთვის იქნება განკუთვნილი. მე-6 დაწესებულების გახსნის შემდეგ, მე-7 დაწესებულების პირველი სართული საერთოდ გაუქმდება და მხოლოდ 21 მსჯავრდებულზე გათვლილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა“,-ნათქვამია სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics