12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 15:20:54, 579 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მთავრობამ არ იცის როგორ მართოს პანდემია და ცდილობს, ისრები ოპოზიციაზე გადმოიტანოს

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის პრაქტიკულად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ახლა ცდილობენ, ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ საქართველოში ინფიცირებულთა ზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულმა აქციებმა გამოიწვია.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენიმად უპასუხისმგებლოაა საქართველოს ხელისუფლება.

„ჩვენ რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მთელი ზაფხული თავის მოწონების მეტს არაფერს აკეთებდნენ, თუ როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას. ამის შემდეგ მივიღეთ ის,რაც მივიღეთ. პრაქტიკულად, მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის და ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე. სულ ტყუილად, რადგან ეს აქციები ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია. იმიტომ, მივიღეთ ასეთი მძიმე შედეგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics