15:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 15:06:07, 1093 ნახვა

ეკონომიკა
ProductTank Tbilisi ბრუნდება!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია - ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

პროდუქტ მოძრაობაში, რომელიც 200-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. ღონისძიება მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პროდუქტ მენეჯმენტით.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეხვედრა  ონლაინ რეჟიმში ჩატარდება - პლატფორმა Zoom-ისა და Facebook Live Stream-ის გამოყენებით.  დასწრება კი, როგორც ყოველთვის,  ყველა მსურველისთვის ამჯერადაც თავისუფალია, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi

27 ნოემბრის ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა UX კვლევას შეეხება და ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დაგროვილ გამოცდილებას ტრადიციულად 2 მომხსენებელი გაგვიზიარებს:

  • თამუნა წიკლაური, Adjarabet-ის UX Researcher, ისაუბრებს მომხმარებელთა გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში.
  • გუა ტაბიძე, Adjarabet-ის Product Owner, დაგვაფიქრებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზის ვალიდაციას.

ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს Intrro-ს მთავარი UX დიზაინერი - მარიამ ხუნძაყიშვილი.

პროექტის პარტნიორია აჭარაბეთი (Adjarabet.com)

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: Linkedin -სა და Facebook-ზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics