12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 12:36:26, 632 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკური კრიზისისას აჩვენა, რომ აშშ არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ მხარესაა - კრემერი პომპეოს ვიზიტს უარყოფითად აფასებს

„საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი დევიდ კრემერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

კრემერი საქართველოში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტსაც აფასებს და ამბობს, რომ პომპეომ ვიზიტს თავი ვერ გაართვა.

კრემერი აცხადებს, რომ პომპეომ გარისკა იმის ჩვენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თავადაც „ქართული ოცნების“ მხარესაა, იმის ნაცვლად რომ ეჩვენებინა, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართო.

„ჩვეულებრივ, ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია. ეს 2016 წლის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი იყო და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი, 2017 წლის ზაფხულში, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ.

თუმცა, მისი ვიზიტის დრო არ იყო კარგი და არ მგონია, რომ მან ვიზიტს თავი კარგად გაართვა. ის ოპოზიციას არ შეხვდა. ის მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს შეხვდა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან ძალიან მოკლე შეხვედრა გამართა. ის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს ჩავიდა. ვფიქრობ, მან გარისკა იმის ჩვენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თავადაც “ქართული ოცნების,“ მმართველი პარტიის მხარესაა, იმის ნაცვლად რომ ეჩვენებინა, რომ ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ. მან არ გამართა პრეს-ბრიფინგი, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა ეს მხარდაჭერა მკაფიოდ გამოეხატა“, - განაცხადა კრემერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics