06:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 15:33:38, 534 ნახვა

საზოგადოება
უილიამ ლაჰიუ: საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი მებრძოლები ჰყავს

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ასეთი მებრძოლები,-ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე,  ვასილ ყულჯანიშვილი,  ჩამოასვენეს.

მან ნატო-ს სახელით,დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

"მინდა,  ნატოს სახელით დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და დიდი დანაკარგია ერისთვის, რომელსაც ასეთი დიდებული მებრძოლები ჰყავს. ისინი თავს წირავენ თავისუფლებასა და უსაფრთხეობას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ასეთი მებრძოლები",-აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics