|
2020-11-22 15:47:07, 562 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არჩევნების სამართლიანად აღიარებამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია უფრო გაამძაფრა
"საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არჩევნების სამართლიანად აღიარებამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია უფრო გაამძაფრა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, მათი პარტიის საქმიანობის პრინციპი ადამიანის უფლებების დაცვაა, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ამოცანად ისევ დესტაბილიზაცია რჩება. "დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა. ჩვენი სამომავლო პროგრამა ყველა ამ მიმართულების ახალი ძალით განვითარებას გულისხმობს! შემცირების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული სოციალური პრობლემები კვლავ მძიმე ტვირთად გვაწევს! ამასთანავე არათუ ჩვენი სამშობლო, არამედ მსოფლიო დგას არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე. ვითარებას უკიდურესად ართულებს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ზარალი. ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია. დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა. ჩვენი საერთო ამოცანა ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანაში მდგომარეობს! დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაუღალავად იშრომა. ყველას ვუდასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს!", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)