|
2020-11-21 17:48:51, 721 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ენმ-ს ლიდერები ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, 20:00 საათის შემდეგ სსრკ-ს ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მდარე პროვოკაციაა იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც მუდმივად რუსული საქმის კეთებით იყო დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება. ესეც მდარე პროვოკაციაა და მით უმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში, სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები რეზოლუციის მხარდაჭერისა, სადაც ეწერა რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)