2020-11-21 13:02:53, 16049 ნახვა
უსკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩევლის 8.58%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
![]() უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობამ 8.58% შეადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში დაფიქსირდა. „წარმოგიდგენთ ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს 12 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. #28-ე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 504-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7.14%-ს. #30-ე უბანზე ხელვაჩაური-წედა-შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 10.78%-ს შეადგენს. ჯამში, 12 საათის მდგომარეობით არის 8.58% აქტივობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ტრადიციულად ქედის ოლქში 13.17%, ხოლო ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 7.14%“, - განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|